Monday, February 9, 2015
მთვარე
მთვარე დედამიწის ბინებრივი თანამგზავრია.სხვა პლანეტებსაც აქვთ საკუთარი ღერძის გარშემო მბრუნავი თანამგზავრები.ჩვენი მთვარე ქვის უსიცოცხლო ბურთია,რომლის დიამეტრი დაახლოებით დედამიწის დიამეტრის 1/4-ის ტოლია.მასზე არც ატმოსფერო,არც თხევადი წყალი და არც სიცოცხლეა.ათასობით მილიარდი წლის მანძილზე მთვარეზე ცოტა რამ თუ შეიცვალა.
ნეპტუნი
ნეპტუნის ქარები
ყველაზე სწრაფი ქარებია მზის სისტემაში - მათი სიჩქარე საათში 2000 კმ-ს აღწევს.
ღამის დადგომისას დამანგრეველი ქარიშხლები იწყება. ნეპტუნი ურანის მსგავსი
პლანეტაა, მაგრამ მხოლოდ 8 მთვარე აქვს. ნეპტული გერმანიაში, ბერლინში აღმოაჩინეს.
ურანი
ურანი თავისი ლურჯი, გლუვი ზედაპირით, ბილიარდის ბურთულას
წააგავს. ის დედამიწაზე 4-ჯერ დიდია, მზისგან 20-ჯერ უფრო შორსაა და 15 მთვარე
აქვს. ასტრონომმა, რომელმაც ურანი აღმოაჩინა, მას ჯორჯის ვარსკვლავი უწოდა.
სატურნი
მზის სისტემის ყველა პლანეტის წყლით სავსე თასში მოთავსება
რომ შეგვეძლოდ, მხოლოდ სატურნი იტივტივებდა წყლის ზედაპირზე.სიდიდით სატურნი ოდნავ
უფრო პატარაა ვიდრე იუპიტერი, მაგრამ გაცილებით მსუბუქია. მისი რგოლები ყინულის
მილიონობით ნატეხისგან შედგება.ამას გარდა სატურნს 18 ყინულოვანი მთვარე აქვს.
იუპიტერი
მზის სისტემის უდიდესი პლანეტა, უფრო მძიმეა, ვიდრე ყველა
სხვა პლანეტა ერთად. ესაა სითხისა და გაზს უზარმაზარი სფერო, რომელსაც გარსს სქელი
ღრუბლები აკრავს. იუპიტერს 17 მთვარე აქვს, რომელთაგან 4 პლუტონზე დიდია.
მარსი
ერთ დროს ადამიანებს
მარსზე სიცოცხლის სჯეროდათ.დედამიწის მსგავსად, მარსსაც აქვს ატმოსფერო და
ყინულოვანი პოლუსები, მისი ზედაპირი კი მთებითა და კანიონებითაა დაფარული.ამის
მიუხედავად ეს ზედაპირი სრულია უკაცრიელია.მარსი დედამიწაზე ორჯერ მცირეა და ორი
მთვარე აქვს.
დედამიწა
ჩვენი
მშობლიური პლანეტა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ადგილია სამყაროში,სადაც სიცოცხლე
არსებობს. წყალი დედამიწის ზედაპირის თითქმის სამი მეოთხედს ფარავს,ხოლო
ატმოსფეროში წყლის ორთქლის ღრუბლები დაცურავს. დედამიწას მხოლოდ ერთი მტვარე აქვს.
ვენერა
ვენერა დედამიწის ტყუპისცალია. მისი ზომები და
შემადგენლობა დედამიწის მსგავსია, მაგრამ ჰაერი შხამიანია, ხოლო ზედაპირი ძალიან
ცხელია იმისთვის, რომ იქ სიცოცხლე არსებობდეს. ვენერა თავისი ღერძის გარშემო ისე
ნელა ბრუნავს, რომ მისი დღე უფრო გრძელია ვიდრე წელიწადი.
მერკური
ეს პატარა, კრატერებით დაფარული პლანეტა მზესთან ყველაზე
ახლოსაა. მისი ზედაპირის ტემპერატურა დღისით 430 C-ს
აღწევს, ღამით კი -170 C-მდე ეცემა. მერკურის
წელიწადი- დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მერკური მზის გარშემო სრულ წრეს
აკეთებს, დედამიწის მხოლოდ 88
დღეს შეადგენს.
მზე
მზე
გაზის უზარმაზარი მბრუნავი სფეროა,რომელის დედამიწაზე მილიონჯერ დიდია.მზის ენერგია მის ცენტრში
მიმდინარე ბირთვული რეაქციების შედეგია,სადაც ტემპერატურა 15 მილიონ გრადუსს
აღწევს ცელსიუსით.
Subscribe to:
Posts (Atom)